Accessibility links

logo-print

შიდა ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული


შიდა ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული მიხეილ ქარელი გათავისუფლებულია. მას აღკვეთის ღონისძიება,

შიდა ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული მიხეილ ქარელი გათავისუფლებულია. მას აღკვეთის ღონისძიება,
ორთვიანი წინასწარი პატიმრობა, 200.000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა. ასეთ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს გენერალური პროკურატურა. ამავე წყაროს ცნობით, მიხეილ ქარელმა გამოძიებას შუამდგომლობით მიმართა და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა, რის შემდეგაც ის ადვოკატების მონაწილეობით დაკითხეს. პროკურატურის ინფორმაციით, ქარელმა აღიარა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე და 338-ე მუხლებით წაყენებული ბრალდება, რითაც დასტურდება მოწმეთა ჩვენებები ქარელის მიერ საწარმოო საქმიანობაში უკანონო ჩარევისა და ქრთამის არაერთგზის აღების ფაქტებთან დაკავშირებით. მიხეილ ქარელი სამართალდამცველებმა 23 სექტემბერს დილით, საზღვრის გადაკვეთისას, ქვეყნის დატოვების მცდელობის დროს დააკავეს. იმავე დღეს საქალაქო სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
XS
SM
MD
LG