Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არ ეთანხმება


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არ ეთანხმება რუსეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ შედარებას ანტისარაკეტო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არ ეთანხმება რუსეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ შედარებას ანტისარაკეტო
თავდაცვის სისტემის ვაშინგტონის ამჟამინდელ გეგმასა და 1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისს შორის. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის სინ მაკკორმაკის თქმით, ამ ორ ფაქტს შორის "აშკარა ისტორიული განსხვავება" არსებობს და მათი განხილვა ანალოგიურ ჭრილში არ შეიძლება. პორტუგალიაში გამართულ სამიტზე პარასკევს პუტინმა თქვა, რომ ამერიკის გეგმა, რომელიც ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ევროპაში განთავსებას გულისხმობს, "ტექნოლოგიურად" იგივე სიტუაციას ქმნის, რაც კუბის (იგივე - კარიბის) კრიზისმა შექმნა. განსხვავებას პრეზიდენტი პუტინი მხოლოდ იმაში ხედავს, რომ 1962 წელთან შედარებით ამჟამად დაძაულობა შედარებით ნაკლებია. თუკი მაშინ ამერიკა და რუსეთი ცივი ომის გამო მტრები იყვნენ, ახლა ისინი "პარტნიორები არიან". 1962 წლის კრიზისი მასშემდეგ დაიწყო, რაც ამერიკის სადაზვერვო თვითმფრინავებმა კუბაზე საბჭოთა სარაკეტო ბაზები აღმოაჩინეს.
XS
SM
MD
LG