Accessibility links

logo-print

ამერიკის სამხედრო კოალიციის ინფორმაციით, მისი


ამერიკის სამხედრო კოალიციის ინფორმაციით, მისი ეგიდით მოქმედმა შეიარაღებულმა ძალებმა დაახლოებით 80 თალიბი

ამერიკის სამხედრო კოალიციის ინფორმაციით, მისი ეგიდით მოქმედმა შეიარაღებულმა ძალებმა დაახლოებით 80 თალიბი
მოკლეს სამხრეთ ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში. 27 ოქტომბერს, შაბათს, მუსა ყალის სიახლოვეს ბრძოლა 6 საათის მანძილზე მიმდინარეობდა. ბრძოლა დაიწყო მას შემდეგ, რაც თალიბებმა ამერიკულ-ავღანურ სამხედრო პატრულს რაკეტები დაუშინეს და ცეცხლი გაუხსნეს. კოალიციამ საავიაციო თავდასხმას მიმართა. ვრცელდება ცნობა, რომ სექტემბრის შემდეგ მუსა ყალის შემოგარენში, კოალიციის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლებში, დაახლოებით 200 მეამბოხე დაიღუპა.
XS
SM
MD
LG