Accessibility links

logo-print

თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოანი


თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოანი მტკიცე კავშირისკენ მოუწოდებს თურქებსა და თურქეთში მცხოვრებ

თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოანი მტკიცე კავშირისკენ მოუწოდებს თურქებსა და თურქეთში მცხოვრებ
ქურთებს. თუკი ხალხი ერთიანი იქნება, მუხანათური ტერორისტული თავდასხმები სასურველ მიზანს ვერ მიაღწევს. ერდოანმა დღეს ისევ გაიმეორა თავისი მთავრობის გადაწყვეტილება – ებრძოლოს ჩრდილოეთ ერაყში დაბანაკებულ ქურთ სეპარატისტებს. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ქვეყნები ინერტულობის გამო გააკრტიკა. ერდოანს მიაჩნია, რომ ევროპის ქვეყნები ქურთისტანის მუშათა პარტიის წარმომადგენლებს სათანადოდ არ უპირისპირდებიან და არ აპატიმრებენ მათ. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი ქურთისტანის მუშათა პარტიას ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის. თურქეთის მედიის ცნობით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა, ავიაციის დახმარებით, დღეს 15 ქურთი სეპარატისტი მოკლეს სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში. ადგილობრივი ხელისუფლება ბრძოლის ფაქტს ადასტურებს, თუმცა არ აკონკრეტებს ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ.
XS
SM
MD
LG