Accessibility links

logo-print

გაერთიანებულმა ოპოზიციამ დღეს საპროტესტო აქციები


გაერთიანებულმა ოპოზიციამ დღეს საპროტესტო აქციები გამართა სამეგრელოს რეგიონში.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ დღეს საპროტესტო აქციები გამართა სამეგრელოს რეგიონში.
მიტინგები გაიმართა აბაშაში, სენაკში, წალენჯიხასა და ზუგდიდში. ზუგდიდის ქუჩებში დაძაბულობა იყო, რადგან ადგილობრივი მოსახლეობის გაღიზიანება გოგა ხაინდრავას გამოჩენამ გამოიწვია, – იტყობინება საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი". ამავე წყაროს ცნობით, აქციაზე მყოფმა რამდენიმე ადამიანმა გამოხატა პროტესტი, რომ გოგა ხაინდრავას გამსახურდიას ძეგლთან მისვლის მორალური უფლება არ აქვს. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ეკა ბესელიას თქმით, საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელთა ფორმაში გადაცმულმა დაახლოებით ექვსმა პირმა პროვოკაციის მოწყობა სცადა – ასეთი ინფორმაცია ადვოკატმა "ინტერპრესნიუსს" მიაწოდა. ~ახალაიას მიერ მოგზავნილი ადამიანები, რომლებმაც პროვოკაცია სცადეს, თავად ხალხმა გაიყვანა მიტინგიდან. ზუგდიდში აქციაზე უამრავი ადამიანი იყო. იქ ჩასვლამდეც, გზაში მრავალი მხარდამჭერი გვხვდებოდა~ - აცხადებს ბესელია.
XS
SM
MD
LG