Accessibility links

ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილიმა მიიღო გადაწყვეტილება


ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილიმა მიიღო გადაწყვეტილება, დააფინანსოს საერთო სახალხო მოძრაობის

ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილიმა მიიღო გადაწყვეტილება, დააფინანსოს საერთო სახალხო მოძრაობის
ეროვნული საბჭო, საპროტესტო აქციების ცივილიზებული მართვის უზრუნველყოფის მიზნით. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება დღეს ბადრი პატარკაციშვილის პრესსამსახურმა გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია: ~განვითარებული მოვლენები და საპროტესტო მოძრაობის მასშტაბები მაფიქრებინებს, რომ ქვეყანა სერიოზული პოლიტიკური კრიზისის ზღვარზეა. პოლიტიკოსთა განცხადებები და ქმედებები, ხშირ შემთხვევაში, კიდევ უფრო ძაბავს ისედაც ურთულეს ვითარებას. იმედს გამოვთქვამ, რომ ყველას და უპირველეს ყოვლისა ხელისუფლებას კარგად აქვს გაცნობიერებული თავისი პასუხისმგებლობა, რათა არ იქნას დაშვებული არანაირი პროვოკაცია, რომელმაც შესაძლოა ბიძგი მისცეს პროცესების არაკონსტიტუციური გზით განვითარებას. Aამ შემთხვევაში წაგებული დარჩება ყველა და უპირველეს ყოვლისა საქართველო და ქართველი ხალხი. ვფიქრობ, დღეს ყველა მოქალაქის ვალია, დაეხმაროს ქვეყანას, რათა ერთად ვიპოვოთ გამოსავალი. პროცესების მართვის თვალსაზრისით მოვლენების სახიფათო მიმართულებით განვითარების ერთ-ერთ მიზეზად შესაძლოა იქცეს ოპოზიციის მწირი ფინანსური რესურსები" – აცხადებს ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი და საერთო სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭოს დაფინანსების გადაწყვეტილებასაც სწორედ ამით ხსნის. დღეს გავრცელებულ განცხადებაში პატარკაციშვილი აღნიშნავს, რომ ის პრაქტიკულად სრულად იზიარებს ოპოზიციის მიერ "საგურამოს მანიფესტში" წამოყენებულ მოთხოვნებს.
XS
SM
MD
LG