Accessibility links

ზუგდიდში ოპოზიციონერ დეპუტატთა ცემის ფაქტთან


ზუგდიდში ოპოზიციონერ დეპუტატთა ცემის ფაქტთან დაკავშირებით დღეს რამდენიმე პირი დააკავეს.

ზუგდიდში ოპოზიციონერ დეპუტატთა ცემის ფაქტთან დაკავშირებით დღეს რამდენიმე პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო როგორც იუწყება, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გოგა ღურწკაიას და გიორგი სამუშიას 20 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა და 400 ლარის ოდენობით ჯარიმა შეუფარდა. ასევე 400 ლარის ოდენობით დაჯარიმდნენ ვიქტორ მიქაია, ირაკლი მიქაია, გიორგი მანია, აკაკი როგავა და მანუჩარ ფუტკარაძე. გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის მონაწილეებს გუშინ ზუგდიდში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს “შემაშფოთებელი” უწოდა ზუგდიდში ოპოზიციონერი დეპუტატების ცემის ფაქტს. როგორც ნინო ბურჯანაძემ დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მას შეხვედრა ჰქონდა შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან და გენერალურ პროკურორ ზურაბ ადეიშვილთან.
XS
SM
MD
LG