Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართულ-აფხაზური


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში
დისლოცირებული რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდალი სერგეი ჩაბანი საქართველოში არასასურველ პირად გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტმა დღეს, ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში მომხდარი ინციდენტის გამო მიიღო. დღეს დილით, განმუხურის პატრიოტული ბანაკის მიმდებარე ტერიტორიაზე აფხაზეთის მხრიდან შეიჭრა მძიმე ტექნიკით შეიარაღებული სამშვიდობო ძალების რაზმი. რუსებმა მძევლად აიყვანეს რამდენიმე ქართველი პოლიციელი. პრეზიდენტის კატეგორიული მოთხოვნით, დაკავებულები გაათავისუფლეს, რომლებიც შსს-ს ინფორმაციით, სასტიკად არიან ნაცემი.
XS
SM
MD
LG