Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ხელისუფალთა ცნობით, ადგილობრივმა სამხედროებმა


ავღანეთის ხელისუფალთა ცნობით, ადგილობრივმა სამხედროებმა, ამერიკისა და კანადის შეიარაღებულ

ავღანეთის ხელისუფალთა ცნობით, ადგილობრივმა სამხედროებმა, ამერიკისა და კანადის შეიარაღებულ
ძალებთან ერთად, ალყაში მოაქციეს დაახლოებით 250 თალიბი მებრძოლი რაიონში, რომელიც ახლოს მდებარეობს ქალაქ ყანდაართან. იმავე წყაროს ინფორმაციით, ბოლო სამი დღის მანძილზე არღანდაბის რაიონზე კონტროლის მოსაპოვებლად გამართულ ბრძოლებში დაიღუპა 50 თალიბი, 3 პოლიციელი და ერთი ავღანელი ჯარისკაცი. თვითმხილველების თქმით, ტერიტორიიდან გაიხიზნა ასობით სოფლის მოსახლეობა. თალიბებმა არღანდაბი გასულ კვირაში დაიკავეს.
XS
SM
MD
LG