Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს თბილისში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია


დღეს თბილისში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა.

დღეს თბილისში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა.
ოპოზიციური პარტიების ინიციატივით მოწყობილ გამოსვლაზე პარლამენტის შენობასთან ათეულათასობით ადამიანი მივიდა. სხვადასხვა მონაცემით, იქ 40-დან 100 ათას ადამიანამდე იმყოფებოდა. მიტინგზე გამოვიდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მომხრეები. ოპოზიცია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ავტორიტარულ მმართველობაში სდებს ბრალს. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2008 წლის გაზაფხულზე, როგორც ეს კონსტიტუციით იყო თავდაპირველად განსაზღვრული. დღესვე ოპოზიციის ლიდერები შეხვდენენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს, რომელსაც თავიანთი მოთხოვნები გადასცეს. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ უკან დახევას და დათმობას არ აპირებენ. მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისინი აქციის გაგრძელებას აპირებენ.
XS
SM
MD
LG