Accessibility links

logo-print

გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი


გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ საჭიროების შემთხვევაში იმოქმედონ

გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ საჭიროების შემთხვევაში იმოქმედონ
ირანისთვის ახალი სადამსჯელო სანქციების დაწესების მიმართულებით. იმის გამო, რომ თეირანი არ ემორჩილება მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მოწოდებას და ჯიუტად განაგრძობს ბირთვული პროგრამის განხორციელებას. გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი ქვეყნისა და გერმანიის დიპლომატები მოლაპარაკებებს ლონდონში მართავდნენ. ბრიტანეთის საგარეო უწყების ცნობით, შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთი, ბრიტანეთი და საფრანგეთი თანხმდებიან, მიიღონ ახალი სანქციების რეზოლუცია, თუკი გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მომავალი ანგარიში თეირანის ქმედებებში გაუმჯობესებას არ გამოავლენს.
XS
SM
MD
LG