Accessibility links

პაკისტანის პრეზიდენტმა გენერალმა ფერვეზ მუშარაფმა


პაკისტანის პრეზიდენტმა გენერალმა ფერვეზ მუშარაფმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

პაკისტანის პრეზიდენტმა გენერალმა ფერვეზ მუშარაფმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ასეთი ინფორმაცია გაავრცელა პაკისტანის სახელმწიფო ტელევიზიამ. მიზეზად დასახელდა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაძაბულობისა და ძალადობის საფრთხის ზრდა. პაკისტანის უზენაეს სასამართლოს სავარაუდოდ ხვალ უნდა გამოეცხადებინა – არის თუ არა კანონიერი ფერვეზ მუშარაფის მეორე ვადით პრეზიდენტობა, მაშინ როცა ის იმავდროულად ქვეყნის მთავარსარდალიც არის. არჩევნები პაკისტანში გასულ თვეში ჩატარდა. კერძო ტელეარხის ცნობით, მუშარაფის პრეზიდენტობის კანონიერება ეჭვქვეშ დააყენა უზენაესი სასამართლოს სულ ცოტა შვიდმა მოსამართლემ. ვრცელდება ცნობა, რომ ხელისუფლებამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გამოცვალა. სავარაუდოდ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ეჭვქვეშ დააყენებს საპარლამენტო არჩევნების იანვარში ჩატარებას.
XS
SM
MD
LG