Accessibility links

logo-print

რუსეთის მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცე


რუსეთის მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცე ისევ დაირღვა.

რუსეთის მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცე ისევ დაირღვა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, 11:08 საათზე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან სტეფანწმინდის და შატილის მიდამოებში, სამი სუ-24 ტიპის თვითმფრინავი შეფრინდა. ამასთან, საქართველოს ტერიტორიულ წყლებთან ახლოს, კერძოდ ფოთის აკვატორიასთან, რუსეთის ფედერაციის საზღვაო ძალები სწავლებას აწარმოებენ; სწავლებას უძღვება რუსული ფრეგატი 'ლადნი. საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსის" ცნობით, როგორც თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, სწავლებასთან დაკავშირებით რუსულ მხარეს ქართული მხარისთვის წინასწარ არაფერი არ შეუტყობინებია.
XS
SM
MD
LG