Accessibility links

logo-print

თბილისში დღეს, 2 საათზე განახლდა


თბილისში დღეს, 2 საათზე განახლდა გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია.

თბილისში დღეს, 2 საათზე განახლდა გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია.
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერების, მათ შორის ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, ოპოზიციის მოთხოვნები ძალაში რჩება. ეს მოთხოვნებია საპარლამენტო არჩევნების მომავალი წლის გაზაფხულზე გამართვა, არჩევნების ჩატარება პარიტეტის საფუძველზე შექმნილი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, მრავალმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში მანდატების განაწილება თითოეული კანდიდატისთვის მიცემული ხმების საფუძველზე და სინსდისისა და პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება. ამ ოთხ მოთხოვნას ოპოზიციამ გუშინ მეხუთე დაამატა - პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომა.
XS
SM
MD
LG