Accessibility links

logo-print

"ქურთისტანის მუშათა პარტიამ" ჩრდილოეთ ერაყში


"ქურთისტანის მუშათა პარტიამ" ჩრდილოეთ ერაყში გაანთავისუფლა

"ქურთისტანის მუშათა პარტიამ" ჩრდილოეთ ერაყში გაანთავისუფლა
8 თურქი ჯარისკაცი, დატყვევებული გასული თვის მიწურულს. ამ შინაარსის ინფორმაცია თურქეთის საინფორმაციო სააგენტო "ანატოლიამ" გაავრცელა. ეს ნაბიჯი მოჰყვა ერაყის მთავრობის მიერ პირობის დადებას, რომ შეიპყრობს ლიდერებს ქურთი მეამბოხეებისა, რომლებიც ერაყის ტერიტორიიდან თურქეთზე იერიშებს აწყობენ. გასული თვის მანძილზე ქურთმა მეამბოხეებმა მოკლეს სულ მცირე 12 თურქი ჯარისკაცი და დაატყვევს 8 თურქეთის არმიის ერაყთან საზღვრის სიახლოვეს განთავსებულ ბაზაზე იერიშებისას. ამ თავდასხმებს საპროტესტო ტალღა მოჰყვა თურქეთში - პროტესტის მონაწილეები მოითხოვენ სამხედრო ოპერაციის განხორციელებას ერაყში განთავსებული ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG