Accessibility links

logo-print

ერაყში გაანთავისუფლეს რადიო "თავისუფალი ევროპა"


ერაყში გაანთავისუფლეს რადიო "თავისუფალი ევროპა" - რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი,

ერაყში გაანთავისუფლეს რადიო "თავისუფალი ევროპა" - რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი,
რომელიც თითქმის ორი კვირის წინ ბაღდადში გაიტაცეს. 29 წლის ჟურნალისტი ქალი ჯუმანა ალ-ობაიდი ჩვენი რადიოს არაბულენოვანი სამსახურის, რადიო "თავისუფალი ერაყის” თანამშრომელია. ის 22 ოქტომბერს გაიტაცეს მისი ავტომანქანიდან. მისი მძღოლი მოგვიანებით მოკლული იპოვეს. ჩვენი რადიოს პრეზიდენტმა ჯეფ გედმინმა სიხარული გამოთქვა ჯუმანა ალ-ობაიდის განთავისუფლების გამო და ჩვენი რადიოს სახელით, მადლობა გადაუხადა ერაყის ხელსიუფლებას, ისევე როგორც ჟურნალისტების ორგანიზაციებს ჩვენი კოლეგის განთავისუფლებისაკენ მიმართული ძალისხევის ხელშეწყობისთვის.
XS
SM
MD
LG