Accessibility links

logo-print

კოსოვოს ოლქის სტატუსის გარშემო მოლაპარაკება


კოსოვოს ოლქის სტატუსის გარშემო მოლაპარაკება ვენაში

კოსოვოს ოლქის სტატუსის გარშემო მოლაპარაკება ვენაში
გრძელდება. სერბიის პრემიერ-მინისტრმა ვოისლავ კოშტუნიცამ განაცხადა, რომ “სრულიად მიუღებელია” ამ შეხვედრების შუამავლების მიერ წარდგენილი პროექტი, რომელიც სერბიისგან კოსოვოს ოლქის დამოუკიდებლობას გულისხმობს. კოშტუნიცამ ეს განაცხადა პრესკონფრენეციაზე, კოსოვოს ოლქის ალბანელ ლიდერებთან მოლაპარაკების მეოთხე რაუნდის შემდეგ, დღეს ვენაში.
მოლაპარაკებაზე შუამავლობს ევროკავშირი, რუსეთი და აშშ. 10 დეკემბრამდე გარიგება უნდა შედგეს და გაეროს ანგარიში წარუდგინონ. კოსოვოს ოლქი დამოუკიდებლობას მოითხოვს, სერბია მას ფართო ავტონომიას სთავაზობს.
XS
SM
MD
LG