Accessibility links

logo-print

დღეს საღამოს, ტელეარხ "იმედის"


დღეს საღამოს, ტელეარხ "იმედის" გადაცემა “ღია ეთერში”

დღეს საღამოს, ტელეარხ "იმედის" გადაცემა “ღია ეთერში”
მონაწილეობა მიიღო საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც ამჟამად გერმანიაში, მიუნხენში იმყოფება. მან ბოდიში მოუხადა ყველას, ვისაც იმედი გაუცრუა და განაცხადა, ვიქეცი იძულებით პოლიტიკურ ლტოლვილადო.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ამ ინტერვიუში, რომელიც დაახლოებით 45 წუთს გაგრძელდა, სხვათა შორის, განაცხადა, რომ ის არ აპირებს პოლიტიკური თავშესაფარის მოთხოვნას და მალე დაბრუნდება საქართველოში, თუმცა ზუსტი თარიღის დასახელება უჭირს. მან თქვა, რომ მის მიერ ადრე გამოთქმულ ბრალდებები კვლავ ძალაშია, და რომ მათ ის დამტკიცებს. ოქრუაშვილმა თქვა ასევე, რომ იძულებითი ჩვენების მიცემა მომიწია, სამართალდამცავები ითხოვდნენ ერთ მთავარ რამეს, ჩამოვშორებულიყავი პოლიტიკურ საქმიანობასო. მან ცოცხალ ეთერში თბილისში მიმდინარე მიტინგის მონაწილეებს და ყველას, გამძლეობა უსურვა.
XS
SM
MD
LG