Accessibility links

logo-print

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ჯემალ ინაიშვილი ადასტურებს


პარლამენტის ვიცე-სპიკერი ჯემალ ინაიშვილი ადასტურებს, რომ ბიზნესმენი თამაზ ნიჟარაძე,

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ჯემალ ინაიშვილი ადასტურებს, რომ ბიზნესმენი თამაზ ნიჟარაძე,
რომელმაც ირაკლი ოქრუაშვილის გირაოს თანხის ნაწილი გადაიხადა, მისი დეიდაშვილი და ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარია. როგორც ჟურნალისტებს ინაიშვილმა განუცხადა, ნიჟარაძე ყოფილ მეგობარს გასაჭირში დაეხმარა. გუშინ ტელეიმედის “ღია ეთერში” თავდაცვის ექსმინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ მისი გირაოს თანხა სააკაშვილის კარის ბიზნესმენს, ვინმე თამაზ ნიჟარაძეს გადაახდევინეს. ამასთან, როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე გენპროკურორის მოადგილემ ნიკა გვარამიამ განაცხადა, ოქრუაშვილის გირაოს თანხის დიდი ნაწილი 6,5 მილიონი ლარი ,,ინტერნეიშენლ ბილდინგ კომპანიმ” და დარჩენილი ნაწილი ბიზნესმენმა თამაზ ნიჟარაძემ გადაიხადა და სიცრუეს შეესაბამება ის ფაქტი, რომ ოქრუაშვილი თამაზ ნიჟარაძეს არ იცნობს.

XS
SM
MD
LG