Accessibility links

გენერალურმა პროკურატურამ დავით ჯიბღაშვილისა და


გენერალურმა პროკურატურამ დავით ჯიბღაშვილისა და ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელის ნანა ლეჟავას სატელეფონო

გენერალურმა პროკურატურამ დავით ჯიბღაშვილისა და ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელის ნანა ლეჟავას სატელეფონო
საუბრისას გახმიანებული დეტალების დაზუსტების მიზნით დღეს დავით ჯიბღაშვილი მოწმის სახით დაკითხა. გენერალური პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, დავით ჯიბღაშვილმა გამოძიებას განუცხადა, რომ ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი ოქტომბრის ბოლოს ლონდონში დაუკავშირდა და სთხოვა შეხვედროდა ქალბატონს, რომელიც მისთვის გადასაცემ ფულს მიუტანდა. ჯიბღაშვილმა გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა, რომ 500 ათასი ევრო მიიღო ლონდონში და ეს თანხა ირაკლი ოქრუაშვილს მიუნხენში 4 ნოემბერს ჩაუტანა. ჯიბღაშვილის თქმით, ეს ფული ბადრი პატარკაციშვილმა გაუგზავნა ოქრუაშვილს.
XS
SM
MD
LG