Accessibility links

ავღანეთში დაიწყო სამშაბათს მოწყობილი აფეთქების


ავღანეთში დაიწყო სამშაბათს მოწყობილი აფეთქების შედეგად დაღუპული 41 ადამიანის გლოვა.

ავღანეთში დაიწყო სამშაბათს მოწყობილი აფეთქების შედეგად დაღუპული 41 ადამიანის გლოვა.
თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გამოცხადებულია სამდღიანი ეროვნული გლოვა. დაღუპულებს შორის არის ბევრი ბავშვი და 6 პარლამენტარი. შიშობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა მეტი იყოს, რადგან ზოგი დაღუპულა დასაკრძალად ისე წაიყვანეს, რომ ისინი ოფიციალურ უწყებას არ დაუთვლია. თალიბანის თვითმკვლელი მეამბოხეების მიერ წელს ავღანეთში 130-ზე მეტი აფეთქებაა განხორციელებული, თუმცა მეამბოხეებმა უარყვეს პასუხისმგებლობა გუშინ მოწყობილ აფეთქებაზე. იერიში დაგმეს აშშ-მა და გაერომ.
XS
SM
MD
LG