Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

7 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა პირდაპირ


7 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა პირდაპირ ეთერში მიმართა მოსახლეობას. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თქმით,

7 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა პირდაპირ ეთერში მიმართა მოსახლეობას. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თქმით,
საპროტესტო აქცია დემოკრატიული ქვეყნის კანონების შესაბამისად დაშალეს, რადგან ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას ყველა მოქალაქის უფლებები, მათ შორის როგორც დემოკრატიაში მონაწილეობის მსურველების, ისე უფლებები ადამიანებისა, ვინც რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტით უნდა გაიაროს. ამასთან, სააკაშვილმა სინანული გამოთქვა დემონსტრაციის დაშლისას მომხდარი შეხლა-შემოხლისა და ადამიანების დაშავების გამო. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დიდი ხანია იღებდა ინფორმაციას შემოდგომაზე საქართველოში მოსალოდნელი დესტაბილიზაციის შესახებ, რომ ბოლოხანს ძალიან გააქტიურდა რუსეთის სადაზვერვო სამსახური. "ეხლა მანიფესტაციების და კონტრმანიფესტაციების დრო არ არის, არც გაყოფილი პროსპექტების დრო არ არის, რისი მცდელობაც დღეს იყო. არანაირ გამყოფ ხაზებს, არეულობას და შეტაკებას სხვადსხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ჩვენ არ დავუშვებთ", აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთიდან უკან იქნა გამოწვეული კონსულტაციებისთვის საქართველოს ელჩი რუსეთში ირაკლი ჩუბინიშვილი, ხოლო საქართველოში რუსეთის საელჩოში რამდენიმე წარმომადგენელი საგარეო საქმეთა სამინისტრომ არასასურველ პიროვნებებად გამოაცხადა. მათ ქვეყნის ტერიტორია უახლოეს დღეებში უნდა დატოვონ.
XS
SM
MD
LG