Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურგენიძე "საქართველოს ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს


გურგენიძე "საქართველოს ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.

გურგენიძე "საქართველოს ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.
სახელმწიფო კანცელარიაში დღეს გამართულ ბრიფინგზე სააკაშვილმა, რომელიც ლადო გურგენიძესა და ზურაბ ნოღადიელს შორის იდგა, გურგენიძეს ყველაზე წარმატებული და თანამედროვე ქართველი ბიზნესმენი უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ იგი უზრუნველყოფს მთავრობის მიერ დაწყებული რეფორმების უფრო აქტიურად განხორციელებას. პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილ გურგენიძეს პირველ რიგში მოსახლეობის სოციალური პრობლემების მოგვარება დაავალა. ამასთან პრეზიდენტმა “წარმატებული” უწოდა პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის საქმიანობას. იქვე პრეზიდენტმა გამოთქვა იმედი, რომ პარლამენტი უახლოეს დღეებში დაამტკიცებს პრემიერ-მინისტრის პოსტზე გურგენიძის კანდიდატურასა და მთავრობის ახალ შემადგენლობას.
XS
SM
MD
LG