Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი რადიო “თავისუფლებისა” და


სალომე ზურაბიშვილი რადიო “თავისუფლებისა” და “ამერიკის ხმის” ხელმძღვანელებთან შეხვედრას აპირებს

სალომე ზურაბიშვილი რადიო “თავისუფლებისა” და “ამერიკის ხმის” ხელმძღვანელებთან შეხვედრას აპირებს
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპაში 10-დღიანი ტურნე დაიწყო. ბოლოდროინდელ მოვლენებსა და ქვეყნის განვითარების პერსპექტივაზე სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და ბელგიაში დაგეგმილ ოფიციალურ შეხვედრებზე ისაუბრებს.
საინძორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ცნობით, მას სალომე ზურაბიშვილმა განუცხადა, რომ ევროპაში ჩასვლისთანავე რადიო “თავისუფლებისა” და “ამერიკის ხმის” ხელმძღვანელებთან შეხვედრას გეგმავს. “ევროპაში იმისთვის ჩავდივარ, რომ რადიო “თავისუფლებისა” და “ამერიკის ხმის” ხელმძღვანელობას მივმართო, რათა გადაცემის დრო გაზარდონ და მათგან შეიტყოს საზოგადოებამ, რა ხდება საქართველოში”, - აღნიშნა ზურაბიშვილმა. ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს
XS
SM
MD
LG