Accessibility links

logo-print

რუსეთის საგარეო უწყება განცხადებას აკეთებს


რუსეთის საგარეო უწყება განცხადებას აკეთებს საქართველოდან სამხედრო ტექნიკის გატანის დასრულებასთან დაკავშირებით.

რუსეთის საგარეო უწყება განცხადებას აკეთებს საქართველოდან სამხედრო ტექნიკის გატანის დასრულებასთან დაკავშირებით.
ეშელონმა, რომელსაც საქართველოდან რუსული სამხედრო ტექნიკა ხუთშაბათს უნდა გაეტანა, ქვეყნის ტერიტორია დღეს დატოვა და ამჟამად სომხეთში, გიუმრის ბაზაზე იმყოფება. სომხეთის საზღვართან ეშელონის რამდენიმე საათით შეფერხება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ტექნიკური მიზეზით, კერძოდ, სარკინიგზო ხაზის შემოწმებით ახსნა
საქართველოდან სამხედრო ტექნიკის გატანის დასრულებასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვმა ვალდებულება ვადამდე შეასრულა. "მიუხედავად თბილისის პოლიტიკაში ანტირუსული გამოვლინებებისა, ჩვენ კონსტრუქციულ ხაზს განვაგრძობთ და ყველა საერთაშორისო ვალდებულებას მკაცრად დავიცავთ” - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG