Accessibility links

"იმედის" გენერალური დირექტორი განცხადებას ავრცელებს.


"იმედის" გენერალური დირექტორი განცხადებას ავრცელებს.

"იმედის" გენერალური დირექტორი განცხადებას ავრცელებს.
ტელეკომპანია "იმედში" გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ტელერადიოკორპორაცია "იმედის" გენერალურმა დირექტორმა ლუის რობერტსონმა განცხადება გაავრცელა. მასში ლაპარაკია
ტელერადიოკორპორაცია "იმედზე" განხორციელებულ “ვანდალურ თავდასხმაზე”. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, "ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე, გაურკვეველი ძალოვანი სტრუქტურების ნიღბიანი, კბილებამდე შეიარაღებული პირები უხეში ძალით შემოიჭრნენ ტელევიზიისა და რადიოს შენობებში და აიძულეს კომპანიის თანამშრომლები, შეეწყვიტათ მაუწყებლობა." განცხადება მოიცავს პროცესების კონსტიტუციურ ჩარჩოში მოქცევის მოთხოვნას და მიმართვას საერთაშორისო საზოგადოებისადმი, მკაცრი შეფასება მისცეს საქართველოში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასა და დამოუკიდებელი მედია-საშუალებების ვანდალური დარბევის ფაქტს.
XS
SM
MD
LG