Accessibility links

logo-print

ვაშინგტონი დადებითად აფასებს საქართველოში ვადამდელი


ვაშინგტონი დადებითად აფასებს საქართველოში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის გეგმას

ვაშინგტონი დადებითად აფასებს საქართველოში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის გეგმას
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ გამოხმაურება მოჰყვა აშშ-დან. სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა შონ მაკკორმაკმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა: [მაკ-კორმაკის ხმა] “აშშ მიესალმება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების გამართვისა და საპარლამენტო არჩევნების თარიღზე პლებისციტის გამართვის შესახებ. იმავდროულად, კვლავაც მოვუწოდებთ საქართველოს ხლისუფლებას, გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა და განაახლოს ყველა საინფორმაციო საშუალების მაუწყებლობა. ეს არის აუცილებელი ნაბიჯები არჩევნებისა და პლებისციტისთვის დემოკრატიული პირობების აღსადგენად. ყველა მხარეს მოვუწოდებთ სიმშვიდისაკენ, კანონის უზენაესობის პატივისცემისაკენ და ერთმანეთში უთანხმოების სერიოზული დისკუსიებით მოგვარებისაკენ საქართველოში დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის გასაძლიერებლად. ეს დისკუსიები უნდა გაიმართოს კომპრომისის სულისკვეთებით და საქართველოს სუვერენობის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მხარდასაჭერად”.
XS
SM
MD
LG