Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრძელდება საქართველოდან რუსული სამხედრო ტექნიკის


გრძელდება საქართველოდან რუსული სამხედრო ტექნიკის გაყვანის პროცესი.

გრძელდება საქართველოდან რუსული სამხედრო ტექნიკის გაყვანის პროცესი.
საქართველოს ტერიტორია დღეს რუსული სამხედრო ტექნიკით დატვირთულმა კიდევ ერთმა ეშელონმა დატოვა. რუსეთის სახმელეთო ძალების სარდლის თანაშემწემ, პოლკოვნიკმა კონაშენკოვმა სააგენტო ინტერფაქსს განუცხადა, რომ მიუხედავად საქართველოში შექმნილი ვითარების და საგანგებო მდგომარეობისა, სამხედრო ტექნიკით დატვირთულმა შემადგენლობამ საქართველოს საზღვარი მშვიდობიანად გადალახა და საბაჟო კონტროლისთვის ამჟამად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფება.
XS
SM
MD
LG