Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში ადგილი


საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში ადგილი ჰქონდა კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობას.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში ადგილი ჰქონდა კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობას.
საქართველოს პრეზიდენტმა დღევანდელ სატელევიზიო მიმართვაში (თბილისი დროით 19 საათზე) განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის შემოღება იყო არა ხელისუფლების არჩევანი, არამედ ერთადერთი ადეკვატური პასუხი შეთქმულებაზე “საქართვლოს, ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ”. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ადგილი ჰქონდა კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობას. პრეზიდენტმა როგორც აღნიშნა, თბილისში მიმდინარე მოვლენები იყო მრავალი თვის და წლების მანძილზე მომზადებული სცენარი უცხოური ელმენტების მონაწილეობით. პრეზიდენტმა რამდენჯერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გუშინ გადადგმული ნაბიჯები მიმართული იყო არა ხელისუფლების დასაცავად, არამედ საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად, ემსახურებოდა ქვეყნის და არა ხელისუფლების ინტერესებს. ლაპარაკია პრეზიდენტის სატელევიზიო მიმართვაზე, რომელშიც მან ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი - 2008 წლის 5 იანვარი დაასახელა.
XS
SM
MD
LG