Accessibility links

logo-print

პაკისტანში არჩევნები 15 თებერვლამდე გაიმართება.


პაკისტანში არჩევნები 15 თებერვლამდე გაიმართება.

პაკისტანში არჩევნები 15 თებერვლამდე გაიმართება.
პაკისტანის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს პრეზიდენტ ფერვეზ მუშარაფის განცხადებას, რომ საყოველთაო არჩევნები 15 თებერვალამდე გაიმართება. პაკისტანში არჩევნების ჩატარება იანვრის შუა რიცხვებამდე იგეგმებოდა, ვიდრე მუშარაფი გასულ შაბათს შემოიღებდა საგანგებო მდგომარეობას. მიზეზად პრეზიდენტმა მისდამი მტრულად განწყობილი სასამართლო სისტემა და ექსტრემიზმის გაძლიერება დაასახელა. მუშარაფის დღევანდელი განცხადება რამდენიმე საათში გაკეთდა მას შემდეგ, რაც მას ტელეფონით დაუკავშირდა აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და მას მოუწოდა არჩევნების გამართვის, ამასთან არმიის მთავარსარდლის პოსტიდან გადადგომისაკენ. ამასობაში პაკისტანის პოლიციამ გაავრცელა ცნობა, წუხელ 150-მდე პირის დაკავების შესახებ. პაკისტანის ყოფილ პერმიერ-მინისტრ ბენაზირ ბჰუტოს თქმით, დაკავებულების რიცხვი გაცილებით მეტია.
XS
SM
MD
LG