Accessibility links

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობას


სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობას მისთვის მოლაპარაკებებში ჩართვა ჯერ არ შეუთავაზებია.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობას მისთვის მოლაპარაკებებში ჩართვა ჯერ არ შეუთავაზებია.
პოლიტიკური გაერთიანება ”საქართველოს გზის” ლიდერის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობას მისთვის მოლაპარაკებებში ჩართვა ჯერ არ შეუთავაზებია.
ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა სააგენტო ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.
”საზოგადოებრივ მაუწყებელთან კომენტარში უკვე აღვნიშნე, რომ ჩემს სახელს ხშირად ჩემი ნებართვის გარეშე იყენებენ. ასეთი ტიპის მოლაპარაკებების დაწყებისას ფორმალური შეთავაზება აუცილებელია, რაც ნამდვილად არ მიმიღია”, - აღნიშნა პარტიის ლიდერმა.
როგორც ზურაბიშვილმა თქვა, იგი შეწუხებულია პარტია ”თავისუფლების” ლიდერის, კონსტანტინე გამსახურდიას საკითხით. ”დილიდან ვუკავშირდები მის ახლობლებს. ამ წუთამდე გამსახურდიას მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გამაჩნია”,- თქვა ზურაბიშვილმა.
XS
SM
MD
LG