Accessibility links

შეერთებული შტატები საქართველოს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ



შეერთებული შტატები საქართველოს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყდეს საგანგებო ვითარება, რომელიც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, მეთიუ ბრაიზას თქმით, რომელმაც ჩვენი რადიოს ქართულ რედაქციას მისცა ინტერვიუ, ეს ნაბიჯი აუცილებელია მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის: "ჩემი მესიჯი გახლავთ სახელმწიფო მდივან რაისის მესიჯი, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ გამოვდივართ მოწოდებით, დაუყოვნებლივ იქნეს შეწყვეტილი საგანგებო ვითარება და მედიის ყველა საშუალებას აღუდგეს მაუწყებლობა. ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ ეს არის აუცილებელი ნაბიჯები, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გამოცხადებული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს." ბრაიზამ ასევე თქვა, რომ ქართული დემოკრატიის აღდგენა შეიძლება, თუკი პასუხისმგებელი ლიდერები ოპოზიციისა და ხელისუფლების მხარეს განიხილავენ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების გზებს.
XS
SM
MD
LG