Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ



ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ, ტერი დევისმა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების კორესპონდენტს კიშინოვში უთხრა, რომ იმედგაცრუებულია თბილისში ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებით. დევისმა, რომელიც მოლდავეთში ჩავიდა ვიზიტად, განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისში იყო, როცა საპროტესტო გამოსვლები მშვიდობიანად მიმდინარეობდა და, მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ დაარწმუნა ის, რომ დაიცავდა ოპოზიციის უფლებას, გამოხატოს პროტესტი. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის სიტყვებით, იგი განცვიფრებული დარჩა, როცა ტელევიზიით ნახა, როგორ უსწორდებოდნენ პოლიციელები დემონსტრანტებს და პირიქით - დემონსტრანტები - პოლიციელებს. მაგრამ ტერი დევისმა მაღალი შეფასება მისცა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო არჩევნების იანვარში დანიშვნის თაობაზე.
XS
SM
MD
LG