Accessibility links

რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა ერთხმად



რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა ერთხმად (149 ხმით 0-ის წინააღმდეგ) დაამტკიცა პრეზიდენტის დეკრეტი ქვეყანაში თხუთმეტდღიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე. პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, თბილისში ამჟამინდელი მშვიდი და სტაბილური ვითარების მიუხედავად, თავად ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხე შენარჩუნებულია, რის გამოც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი აუცილებელია. ამასთან, პარლამენტი არ გამორიცხავს, რომ დეკრეტის მოქმედების პერიოდი ვადამდე გაუქმდება. რიგგარეშე სხდომას არ დასწრებიან ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქციების დეპუტატები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის შენარჩუნებას მხარს არ უჭერენ.
XS
SM
MD
LG