Accessibility links

logo-print

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლის


საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლის

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლის
სამართლის საქმე აღძრა ბიზნესმენ არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის წინააღმდეგ. გენერალური პროკურორის მოადგილემ ნიკა გვარამიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით განაცხადა, რომ ბადრი პატარკაციშვილი ეჭვმიტანილია შეთქმულებაში საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად. გვარამიას განმარტებით, ეჭვმიტანილის სტატუსით პატარკაციშვილის დასაკითხად პროკურატურა კანონით დადგენილ ყველა საპროცესო ზომას მიმართავს. სამართალდამცავთა ცნობით, ბიზნესმენი ამჟამად ლონდონში იმყოფება, რის გამოც მის ძებნას ინტერპოლი გამოაცხადებს.
XS
SM
MD
LG