Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბოლო დღეებში



მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბოლო დღეებში ქვეყანამ გამოცდა ფრიადზე ჩააბარა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა სასტუმრო "თბილისი მარიოტში", ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, ქვეყანაში იყო სახელმწიფო ინსტიტუტების შერყევის, დაშლისა და ქაოსის შექმნის მცდელობა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. პრეზიდენტმა ისაუბრა დასაქმების ახალ პროგრამაზეც. მისი თქმით, ეს პროგრამა უახლოეს დღეებში დაიწყება და მასში 100 000-მდე კაცი იქნება ჩართული. სააკაშვილმა ბიზნესმენებსა და მეწარმეებს მოუწოდა, დღესვე გამოაცხადონ ვაკანსიები იმ ადგილებზე, რომლებსაც უახლოესი ორი წლის განამვლობაში შექმნიან.
XS
SM
MD
LG