Accessibility links

logo-print

ბადრი პატარკაციშვილი 5 იანვრისთვის დაგეგმილ


ბადრი პატარკაციშვილი 5 იანვრისთვის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში

ბადრი პატარკაციშვილი 5 იანვრისთვის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში
საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას გეგმავს. თავისი პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ცნობილი ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ გადაწყვიტა, არ დაუშვას საქართველოს პრეზიდენტის უალტერნატივო არჩევნების ჩატარება და კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღოს. 7 ნოემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პატარკაციშვილის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების მოწყობის ბრალდებით.
პატარკაციშვილის გარდა, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის განზრახვაზე უკვე გააკეთეს განცხადება პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ და - "მომავლის პარტიის" სახელით - გია მაისაშვილმა.
XS
SM
MD
LG