Accessibility links

საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ყოველ



საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ყოველ დღეს ქვეყნისთვის დამატებითი ზიანის მომტანად აფასებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენელი მატიაშ ერში. რადიო "თავისუფლებასთან" დღევანდელ ინტერვიუში მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამჟამად უკეთ ესმის საგანგებო მდგომარეობის დაწესების შესაძლო, საერთაშორისო შედეგი. ერშის თქმით, მათ მიიღეს დაპირება, რომ საგანგებო მდგომარეობა მოკლევადიანი იქნება, თუმცა, მისი გაუქმების ზუსტი თარიღის შესახებ, არაფერი მოუსმენიათ.
XS
SM
MD
LG