Accessibility links

ტელეკომპანია "იმედის" გენერალურმა დირექტორმა ბიძინა



ტელეკომპანია "იმედის" გენერალურმა დირექტორმა ბიძინა ბარათაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლებს შესთავაზა, რომ სპეცდანიშნულების რაზმის შეჭრის შემდეგ, ტელევიზიაში შექმნილ ვითარებას უშუალოდ "იმედის" ოფისში გაეცნონ. მატიაშ ერშისა და კასტრიო ისლამისთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, ბარათაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ტელეკომპანია მუშაობის განახლებას უახლოეს ხანში შეძლებს. ამასთან, ბარათაშვილმა აღნიშნა, რომ სპეცრაზმის მოქმედების გამო, "იმედის" ტექნიკური საშუალებები განადგურებულია. არხის გენერალურმა დირექტორმა ევროსაბჭოს დელეგაციას ისიც აცნობა, რომ სამართალდამცავთა ნაწილმა "იმედის" რამდენიმე თანამშრომელი სიკვდილს გადაარჩინა.
XS
SM
MD
LG