Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი არ აპირებს, პირველმა მიმართოს



რუსეთი არ აპირებს, პირველმა მიმართოს ზომებს საქართველოსთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. "კრიზისული ურთიერთობის მწვავე კრიზისად გარდაქმნის ინიციატივა მოსკოვს არ ეკუთვნის" - მოჰყავს სააგენტო "რია-ნოვოსტის" რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის სიტყვები. მას მიაჩნია, რომ ურთიერთობა უნდა გამოასწოროს მან, ვინც დაანგრია. კარასინმა მოსკოვში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ნიკოლოზ ვაშაკიძესთან საუბარს რთული, თუმცა, რეალური პოზიციების გასარკვევად სასარგებლო უწოდა. პარასკევს გამართულ ამავე შეხვედრასთან დაკავშირებით, საქართევლოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.
XS
SM
MD
LG