Accessibility links

logo-print

ბადრი პატარკაციშვილი არ გამორიცხავს, რომ



ბადრი პატარკაციშვილი არ გამორიცხავს, რომ საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს 5 იანვრის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში. არჩევნების თაობაზე რეიტერის სააგენტოს შეკითხვას ბიზნესმენმა თელ-ავივიდან უპასუხა, რომ სერიოზულად ფიქრობს არჩევნებში მონაწილეობაზე, რომელიც მისთვის ყველაზე სერიოზული პასიხუსმგებლობაა. ბიზნესმენს მიაჩნია, რომ ამჟამად ოპოზიციას ისე, როგორც არასდროს, საერთო კანდიდატი სჭირდება. თავის მხრივ, გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ბადრი პატარკაციშვილის კანდიდატურის დასახელება პარასკევს გამორიცხეს. თავად ბიზნესმენი საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულებაშია ეჭვმიტანილი.
XS
SM
MD
LG