Accessibility links

logo-print

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს, რომ



რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს, რომ საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მყოფი სამშვიდობო ძალები გაძლიერებული რეჟიმით მსახურობენ. ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის ალექსანდრ ბარანოვის განცხადებით, ბოლოდროინდელი მოვლენები საქართველოს საშინაო საქმეა, ამიტომ რუსი მშვიდობისდამცველები ჩვეული რეჟიმით მოქმედებენ. დონის როსტოვში დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე ბარანოვმა ისიც განაცხადა, რომ მომავალ კვირაში ბათუმის ბაზას ტექნიკით დატვირთული ბოლო სარკინიგზო ეშელონი დატოვებს, დეკემბრისთვის კი - საქართველოში აღარ დარჩება არცერთი რუსი სამხედრო, გარდა მშვიდობისდამცველებისა.
XS
SM
MD
LG