Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბადრი პატარკაციშვილის განცხადებით, საქართველოში პრეზიდენტობის


ბადრი პატარკაციშვილის განცხადებით, საქართველოში პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის

ბადრი პატარკაციშვილის განცხადებით, საქართველოში პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის
ხელოვნური ბარიერებია შექმნილი. როგორც ბიზნესმენმა რუსეთის ინტერნეტგამოცემა “ლენტასთან“ საუბარში განაცხადა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი ჯერ 35 წლის არ არიან და, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტად კენჭისყრის უფლება არ აქვთ. ხოლო სალომე ზურაბიშვილს, პატარკაციშვილის თქმით, კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება იმიტომ არ შეუძლია, რომ კონსტიტუციის თანახმად კანდიდატს ბოლო 15 წელი საქართველოში უნდა ჰქონდეს გატარებული. გუშინ ბადრი პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს 5 იანვრის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში. გუშინვე გამოქვეყნებულ განცხადებაში ბიზნესმენი ხელისუფლებას მოუწოდებს, მოხსნას საპრეზიდენტო კანდიდატის რეგისტაციისთვის ხელოვნურად შექმნილი ყველა წინააღმდეგობა.
XS
SM
MD
LG