Accessibility links

logo-print

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა



საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა აშშ-ს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. შესაბამისი შინაარსის წერილი საქართველოში აშშ-ის ელჩს ჯონ ტეფტს გადასცა ნათელაშვილის თანაპარტიელმა ნესტან კირთაძემ. წერილში ნათქვამია, რომ არსებობს რეალური საფრთხე პარტიის ლიდერის მეუღლეზე და ორ მცირეწლოვან შვილზე შესაძლო ნებისმიერი სახის ზეწოლის განხორციელებისა. მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ ნათელაშვილს საქართველოს ტერიტორია და არ დაუტოვებია “უბინძურესი სიცრუეა” ხელისუფლების პირველი პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია რუსეთში მისი გამგზავრების შესახებ. გუშინ, ბიზნესმენებთან შეხვედრისას, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შალვა ნათელაშვილს პატიმრობის საფრთხე არ ემუქრება.
XS
SM
MD
LG