Accessibility links

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა
მინისტრის სერგეი შამბას თქმით, თბილისი კოდორის ხეობაში უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს. ამის შესახებ შამბამ სოხუმში მყოფ გაეროს სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტის დელეგაციას განუცხადა. მისივე თქმით, აფხაზეთის მთავრობისთვის მსგავსი მოქმედებები სრულიად მიუღებელია. შამბამ დასძინა, რომ თუ ქართული მხარე არ შეწყვეტს უპილოტო საფრენი აპარატების კოდორის ხეობის მიმართულებით გაშვებას, სოხუმის ხელისუფლება იძულებული გახდება, ისინი ჩამოაგდოს. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა სოხუმის ხელისუფლების თვალსაზრისი იმის თაობაზე, რომ თბილისს არ სურს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება.
XS
SM
MD
LG