Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანში დააპატიმრეს ვაჰაბიტური ჯგუფის რამდენიმე



აზერბაიჯანში დააპატიმრეს ვაჰაბიტური ჯგუფის რამდენიმე წევრი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან დასავლეთის ქვეყნების, მათ შორის შეერთებული შტატების საელჩოებზე თავდასხმების დაგეგმვაში. აზერბაიჯანის უშიშროების სამინისტროს ინფორმაციით, პარასკევს ჩატარებული ოპერაციის შედეგად დაპატიმრებულებს შორის არის არმიის ყოფილი ლეიტენანტი კამრან ასადოვი. ამავე ცნობის თანახმად, ასადოვსა და მისი ჯგუფის კიდევ რამდენიმე წევრს, ჯარის შენაერთიდან მოპარული ჰქონდათ იარაღი და ტყვია-წამალი.
XS
SM
MD
LG