Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მხარი



აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მხარი დაუჭირა პაკისტანის პრეზიდენტს ფერვეზ მუშარაფს, რომელსაც ისლამისტ ექსტრემისტებთან ბრძოლის საქმეში ვაშინგტონის "მნიშვნელოვანი მოკავშირე" უწოდა. ბუშმა დასძინა, რომ არ აქვს არავითარი საფუძველი, არ დაუჯეროს მუშარაფს, რომელმაც პირობა დადო, ერთი თვის მანძილზე გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა, გადადგეს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოსტიდან და თავისი ქვეყანა კონსტიტუციური მმართველობის რეჟიმს დაუბრუნოს. ამასობაში, პაკისტანის ოპოზიციის ლიდერი ბენაზირ ბჰუტო, შინა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, შეუერთდა ჟურნალისტების საპროტესტო აქციას, მიმართულს საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით მედიაზე დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG