Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის დედაქალაქში მოხდა შეტაკებები ნეონაცისტებსა



ჩეხეთის დედაქალაქში მოხდა შეტაკებები ნეონაცისტებსა და ანარქისტებს შორის. გუშინ როგორც ერთნი, ისე მეორენი, პრაღის ქუჩებში გამოვიდნენ, რათა მონაწილეობა მიეღოთ წინასწარ დაგეგმილ სახალხო სვლებში ე.წ. "ბროლის ღამის" მორიგი წლისთავის აღსანიშნავად ("ბროლის ღამედ" იწოდება ებრაელთა მასობრივი დარბევა გერმანიასა და ავსტრიაში 1938 წელს). ნეონაცისტებისა და ანარქისტების შეტაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა ნაცისტმა გაზის პისტოლეტით დაჭრა ახალგაზრდა მამაკაცი. ჩეხეთის პოლიციის ცნობით, დაკავებულ იქნა 250-მდე პირი.
XS
SM
MD
LG