რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კატეგორიულად უარყო
საქართველოს ხელისუფლების განცხადება აფხაზეთში დამატებითი რუსული სამხედრო ძალის განლაგების თაობაზე. სააგენტო ,,ინტერფაქსთან” საუბრისას რუსეთის სახმელეთო ძალების მთავარსარდლის მოადგილემ ვალერი ევნევიჩმა ამ ცნობას კიდევ ერთი საინფორმაციო პროვოკაცია უწოდა. გენერალ ევნევიჩის განცხადებით, ამჟამად აფხაზეთში იმყოფება მხოლოდ რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტი, რომლის პირადი შემადგენლობა და ტექნიკა არ გაზრდილა და არც გაიზრდება. კონფლიქტის ზონაში დამატებითი ძალის მობილიზებას უარყოფს აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსი ანატოლი ზაიცევიც. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება დაძაბულობის გადატანას თბილისიდან აფხაზეთში ცდილობს