Accessibility links

logo-print

რუსეთმა აფხაზეთში დამატებითი სამხედრო ძალები


რუსეთმა აფხაზეთში დამატებითი სამხედრო ძალები

რუსეთმა აფხაზეთში დამატებითი სამხედრო ძალები
და ტექნიკა გაგზავნა - ამის თაობაზე დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა. დავით ბაქრაძის ცნობით, მხოლოდ ოჩამჩირის რაიონში განლაგებულია 5 ტანკი და ამდენივე ჯავშანმანქანა, ,,გრადის” ტიპის 4 დანადგარი და ორასამდე მებრძოლი. ბაქრაძემ რუსეთი აფხაზეთში ვითარების ესკალაციასა და კონფლიქტის პროვოცირებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის უკანონო მოქმედებას საქართველოს ადეკვატური, მძიმე პასუხი მოჰყვება. სახელმწიფო მინისტრმა რეაგირებისკენ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა
XS
SM
MD
LG